ტრამპი თუ ჰარისი – რომლის კამპანიამ მოიზიდა მეტი ფული?

ნოემბრის არჩევნების წინ -ის ვიცე-პრეზიდენტი და ყოფილი პრეზიდენტი ფინანსური სახსრების მოზიდვაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. ივნისის მონაცემები აჩვენებს, რომ ჰარისმა და ჯო ბაიდენმა, სანამ ეს უკანასკნელი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშებოდა, უფრო მეტი თანხის მოზიდვა შეძლეს, მაგრამ ტრამპი მათთან შედარებით მეტ ნაღდ ფულს ფლობდა.
არჩევნების ფედერალური კომისიის (FEC) ანგარიშებით, 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისამდე ბაიდენის, შემდგომ კი ჰარისის კამპანიამ $284.1 მილიონი მოიზიდა, ხოლო ტრამპის კამპანიამ $217.2 მილიონი.
მიუხედავად ამისა, ტრამპმა ივნისი მეტი ნაღდი ფულით დაასრულა და $128.1 მილიონს ფლობდა, დემოკრატები კი – $96 მილიონს.
ბაიდენმა კამპანიის კომიტეტი ჰარისს მას შემდეგ გადააბარა, რაც კანდიდატურა მოხსნა. ტრამპმა ამაში ხელის შეშლა FEC-სთან ჩივილით სცადა და ამტკიცებდა, რომ ჰარისის კამპანიისთვის ფინანსების ტრანსფერი წესების დარღვევა იყო, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ამან არჩევნებზე გავლენა მოახდინოს.
ვრცლად forbes.ge – ზე

ასევე დაგაინტერესებთ