ტრამპი: თუ ზელენსკი სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმებაზე უარს იტყვის „დიდი პრობლემები“ ექნება

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ს სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმების პირობების გადახედვა სურს და გარიგებიდან გასვლას ცდილობს.
ტრამპის თქმით, თუ ზელენსკი ამას გააკეთებს „დიდი პრობლემები“ ექნება. დონალდ ტრამპმა ეს 30 მარტს ჟურნალისტებს უთხრა პრეზიდენტის თვითმფრინავში, რომლითაც უქმე დღეების შემდეგ ფლორიდის რეზიდენციიდან ვაშინგტონში დაბრუნდა.
ტრამპის განცხადებითვე, ზელენსკის ნატოს წევრობა სურს, მაგრამ ვერასდროს გახდება და ეს ესმის.
გასულ კვირაში დასავლეთის და უკრაინის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ს წარუდგინა შეთანხმების განახლებული პროექტი, რომელიც თვალისწინებს უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე სრულ კონტროლს უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.
30 მარტს Bloomberg-ი წერდა, რომ უკრაინა -ს შესთავაზებს ცვლილებებს ახალ, შეთანხმებულ პროექტში, მათ შორის ამერკული ინვესტიციების გაზრდის პირობას.
პრეზიდენტმა ტრამპმა პირველად 2025 წლის თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ სურს, უკრაინის დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოსიშვიათ მიწათა ელემენტები.
უკრაინას და აშშ-ს 28 თებერვალს, ვაშინგტონში პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტისას უნდა მოეწერათ ხელი ეკონომიკური თანამშრომლობის, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებისთვის.
თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყების წინ, პრესისთვის საჯარო შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ერთი მხრივ, პრეზიდენტ ზელენსკის და, მეორე მხრივ, პრეზიდენტ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შორის. ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა – ჩვენ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ მათ, მაგრამ მთავრობა, მთავრობის ქცევა მიუღებელია

ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ფარატინა ქაღალდი ან იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფასეულობები, ღირებულებები – პარტიების აკრძალვა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეაფერხებს