ტრამპი თეთრ სახლში ნეთანიაჰუს ხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ს პრემიერ-მინისტრ ს თეთრ სახლში მასპინძლობს მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ღაზაში ომის დასრულებას და პალესტინის ომის შემდგომი მმართველობის გეგმის შემუშავებას.
თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრისას ნეთანიაჰუმ დაურეკა კატარის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანის და ბოდიში მოუხადა დოჰაში ჰამასის წარმომადგენლების წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის განხორციელებისათვის, რამაც არაბი ლიდერები აღაშფოთა და -ის მხრიდან ისრაელის ქმედებების დაგმობაც გამოიწვია. ამის შესახებ ისრაელის ანონიმურმა წყაროებმა აცნობეს „სიენენს“ და „ასოშიეტედ პრესს“.
თეთრ სახლში ნეთანიაჰუსა და ტრამპს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს მაშინ, როდესაც ისრაელი სულ უფრო მეტადაა იზოლირებული და კარგავს იმ ქვეყნების მხარდაჭერასაც, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მისი მტკიცე მოკავშირეები იყვნენ.
ნეთანიაჰუს თეთრ სახლში მიღებისას ტრამპმა დადებითად უპასუხა შეკითხვას, დარწმუნებული იყო თუ არა, რომ მალე მიაღწევდნენ შეთანხმებას ისრაელსა და ჰამასს შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ.
„დარწმუნებული ვარ. ძალიან დარწმუნებული ვარ“, – თქვა ტრამპმა.
თუმცა, ისრაელის ოფიციალური პირების ამბობენ, რომ ნეთანიაჰუს შეკითხვები აქვს თეთრი სახლის 21-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ომისშემდგომი მმართველობის გეგმის მიმართ.
ფორუმი