ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა – რა გავლენას მოახდენს მისი მმართველობა გლობალურ ეკონომიკაზე?

,,ღირსებით ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და შეძლებისდაგვარად გავაკეთებ ყველაფერს, რათა გავუფრთხილდე, შევინარჩუნო და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია”,- დონალდ ტრამპმა ეს სიტყვები მეორედ წარმოთქვა და -ის რიგის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. პირველად ტრამპისგან ეს ფიცი 2017 წლის 20 იანვარს მოვისმინეთ, რის შემდეგადაც ის თეთრ სახლში შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის სტატუსით შევიდა. ინაუგურაციის ცერემონია აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართა. ისტორიაში პირველად, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას უცხო ქვეყნების ლიდერები დაესწრნენ. ტრამპი შტატების ისტორიაში გროვერ კლივლენდის შემდეგ მეორე პოლიტიკოსია, რომელმაც პრეზიდენტის თანამდებობა ორი არათანმიმდევრული ვადით დაიკავა.
როგორი იქნება მსოფლიო ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და რა გავლენას მოახდენს მისი თეთრ სახლში დაბრუნება გლობალურ ეკონომიკაზე? ამ საკითხებზე ,,კომერსანტი” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტს გიორგი ლაბაძეს ესაუბრა. ის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ს მმართველობა მსოფლიოში ნავთობის ფასზე გავლენას მოახდენს და მისი ფასი მალევე დაიკლებს. ს ადმინისტრაციის პირობებში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა აშშ-ში ნავთობისა და გაზის მოპოვება შეამცირა, რასაც ბაზარზე მისი გაძვირება მოჰყვა. გიორგი ლაბაძე აცხადებს, რომ ტრამპი წინამორბედის მიერ მიღებულ ამ განკარგულებას გააუქმებს, რაც შტატებში კომპანიებს ნავთობისა და გაზის მოპოვების განახლების საშუალებას მისცემს. მისივე თქმით, ტრამპი ნავთობზე ფასის შემცირების პირობის შესრულებას დროულად შეეცდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ უკმაყოფილება და კრიტიკა წამოვა, რაც 47-ე პრეზიდენტის ინტერესებში არ შედის.
,,ტრამპი გააუქმებს ბაიდენის განკარგულებას და აშშ-ში არსებულ ნავთობისა და გაზის საბადოებზე მოიხსნება შეზღუდვები. ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ორი გადაწყვეტილება მიიღეს ამ მიმართულებით. ერთი იყო, რომ ფედერალურ მიწებზე აიკრძალა ნავთობისა და გაზის მოპოვება. მეორე, დაწესდა საკრედიტო შეზღუდვები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ფედერალურ მიწებზე მოიპოვებდნენ გაზსა და ნავთობს. რას ნიშნავდა ეს და ამან რა შედეგი გამოიწვია? ფაქტობრივად, აშშ-ში არსებულ ნავთობისა და გაზის კომპანიებს სესხის აღების უფლება შეეზღუდათ. კონკურენციიდან გამომდინარე ისინი ბევრად უფრო დაბალ ვითარებაში არიან, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში. ამდენად, უმეტესობა ნავთობკომპანიამ (გიგანტებს თუ არ ჩავთვლით), ვერ შეძლო მოპოვების გაგრძელება. ამ შეზღუდვამ იქონია გავლენა იმაზე, რომ შტატებში მარაგებმა იკლო. საბოლოო ჯამში ნავთობის ფასმა აიწია. იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა მაღალი იყო და მიწოდებამ დაიკლო ამ რეგულაციებიდან გამომდინარე. ჩვენ გვახსოვს, 2022-2023 წლებში კატასტროფული ფასები ნავთობზე, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა იმაში, რომ რუსეთმა დღემდე გააგრძელა ომი. ბაიდენის გადმოსახედიდან ამას ჰქონდა შემდეგი ახსნა, რომ იზრდებოდა გლობალური დათბობის რისკები და მწვანე ენერგიაზე გადასვლის წახალისებას ცდილობდა. ამას ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა თავიდანვე, მაშინვე, როდესაც ძალიან მოიმატა ნავთობის ფასებმა. თუ ნავთობის ფასი დავარდება ამას შეუძლია გავლენის მოხდენა ისეთ სახელმწიფოებზე, რომლებიც მიბმული არიან ნავთობით ვაჭრობაზე. საუბარი მაქვს პირველ რიგში ირანზე, რუსეთსა და ვენესუელაზე, რომლებიც ვიცით როგორი სახით ქვეყნები არიან და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყნები დასუსტდნენ. ნავთობის ფასების დაწევა ჩემი აზრით მალევე მოხდება. რადგან ტრამპს არ აქვს ფუფუნება, რომ ეს პირობა დაარღვიოს. ტრამპის წინააღმდეგ მუშაობს ძალიან ძლიერი ოპოზიცია, ძალიან ძლიერი მედია და თუ იგი არ შეასრულებს ამ პირობას დროზე, მას გაატარებენ კრიტიკის ქარცეცხლში და ეს მას არ უნდა. შესაბამისად მგონია, რომ ის ეცდება დროულად გადაწყვიტოს ნავთობის ფასების საკითხი. რაც საბოლოო ჯამში ყველასთვის კარგია.”- აცხადებს გიორგი ლაბაძე ,,კომერსანტთან” საუბარში.
ცალკე განხილვის თემაა აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი აცხადებს, რომ ტრამპი პეკინთან დაძაბული ურთიერთობების დალაგებას შეეცდება, თუმცა ამას ის შტატების ინტერესების დაცვით გააკეთებს. გიორგი ლაბაძე არ გამორიცხავს, რომ დონალდ ტრამპმა სი ძინპინს გარკვეული პირობები წაუყენოს. ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ჩინეთს მეტი აქვს დასაკარგი, რადგან ჩინეთში წარმოებული პროდუქტზე დაწესებული ტარიფების პირობებში შესაძლოა ამერიკულმა კომპანიებმა ქვეყანა დატოვონ. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, კი ტრამპს არ გაუჭირდება სი ძინპინი გარკვეულ პოლიტიკურ დათმობებზე დაითანხმოს.
,,ტრამპმა თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის 100 დღის განმავლობაში ჩინეთსა და ინდოეთს ეწვევა. ეს იქნება ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ვიზიტები, რადგან აქ არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გლობალური პოლიტიკური საკითხები გადაწყდება. მე მაქვს, მოლოდინი, რომ ტრამპი ეცდება, რომ ჩინეთთან დაძაბული მდგომარეობა რაღაცნაირად შესუსტდეს. ოღონდ, ტრამპი დაუყენებს გარკვეულ პირობას. მაგალითად, ჩინეთი თუ არ დაეხმარება რუსეთს და ირანთან ახლო ურთიერთობებს არ დაამყარებს, მათი ეკონომიკური ურთიერთობები უწყვეტად გაგრძელდება. ამერიკისთვის ჩინეთს აქვს მნიშვნელობა, რადგან იქ ამერიკული წარმოების ძალიან დიდი რაოდენობაა გადასული. ჩინეთში პროდუქცია მზადდება დაბალ ფასში, ამერიკელისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ დაბალ ფასში შეიძინოს პროდუქცია. ამას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია ამერიკა, ვიდრე პირიქით. იმიტომ, რომ ის ინდუსტრია, რაც ჩინეთში ამერიკიდან შევიდა, ისევ წავა უკან. მეორე საკითხია, თუ ამერიკული ბაზარი დააწესებს ტარიფებს ჩინეთში წარმოებულ პროდუქციაზე, აქ უკვე შეიძლება ეს კომპანიები მათივე ნებით წამოვიდნენ უკან, რადგან ტარიფებიდან გამომდინარე აღარ უღირდეთ ჩინეთში წარმოება და შტატებში ამერიკელებს მაინც დაასაქმებენ. აქედან გამომდინარე, შეერთებულ შტატებს რეალურად იმაზე მეტი ბერკეტი გააჩნია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. ჩემი გადმოსახედიდან, ტრამპისთვის არ იქნება ძნელი, რომ სი ძინპინი ამ მიმართულებით, გარკვეულ პოლიტიკურ დათმობებზე წამოიყვანოს და იგივე უარი ათქმევინოს ს იმ დონით დახმარებაზე, როგორც ახლა ეხმარებიან.”- აცხადებს გიორგი ლაბაძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში შტატების პოლიტიკა რუსეთის მიმართ შეიცვლება. გიორგი ლაბაძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დემონსტრირებას მოახდენს, რომ მას შეუძლია რუსეთის დანაწევრება. ამ კონტექსტში საინტერესოა აშშ-სა და ინდოეთს შორის ურთიერთობები. გიორგი ლაბაძე აცხადებს, რომ ტრამპი შეეცდება დაარწმუნოს ინდოეთი არ იყიდოს რუსული ნავთობი. ეს კი რუსეთისთვის უმნიშვნელოვანეს ბაზარს წარმოადგენს, რადგან ის ევროპაში ნავთობის რეალიზაციას ვეღარ ახერხებს.
,,თუ კი რესპუბლიკელები შეძლებენ ინდოეთის დარწმუნებას იმაში, რომ რუსული ნავთობი არ შეიძინონ, მერე უკვე მე არ მაქვს წარმოდგენა, სად შეიძლება რუსეთმა წაიღოს ეს ნავთობი. (იმიტომ, რომ ევროპიდან ფაქტობრივად სრულად გამოსულია რუსული ნავთობი.) ჩინეთი და ინდოეთი თუ აღარ იყიდის, მერე უკვე რუსეთი ვარდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შეერთებული შტატები ეცდება დაშალოს რუსეთი, მაგრამ იგი ეცდება, რომ მას აჩვენოს, რომ მე ამის გაკეთება შემიძლია. ეს იმისთვის გააკეთოს, რომ მსოფლიოში დესტაბილიზაციის მომენტები აირიდოს თავიდან. ერთადერთი, რაც რუსეთს აძლებინებდა აქამდე იყო ის, რომ ამერიკა ბოლომდე არ ცდილობდა მის წელში გაწყვეტას. ასეთი პოზიცია იყო, რომ რუსეთი თავისთვის არის. რუსეთი გლობალურ საქმეებში არ ჩაერევა და სამეზობლოში ერთ-ორ სახელმწიფოს დაიმორჩილებს. ეს პოზიცია შეიცვალა, მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიწყო ჩრდილოეთ კორეის ჯარების გამოყენება და ირანთან სტრატეგიული შეთანხმების დადება.”- აცხადებს გიორგი ლაბაძე ,,კომერსანტთან” საუბარში.