ტრამპი თავდაცვის ბიუჯეტს რეკორდულ 1 ტრილიონ დოლარამდე ზრდის

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის რეკორდულ 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.
„ჩვენ დავამტკიცეთ ბიუჯეტი, რომლის მოცულობაც 1 ტრილიონი დოლარია. მანამდე ასეთი რამ არავის უნახავს“, – თქვა ტრამპმა.
მისი თქმით, ყურადღებით ეპყრობა ხარჯებს, მაგრამ შეიარაღებული ძალები არის ის, რისი აშენებაც საჭიროა.
ტრამპის ამ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა. „პრეზიდენტი ჩვენ შეიარაღებულ ძალებს აღადგენს – და სწრაფად“, – დაწერა ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი 850 მილიარდი დოლარია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: ბრიტანეთს დააბრალეს პატარკაციშვილის მკვლელობა – ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, მაგრამ სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, ეჭვი მაქვს, არც იციან, რა რეაქცია ჰქონდეთ – მთლიანად „შავ ბუღალტერიაზე“ უნდა გადავიდნენ