ტრამპი თავდაცვის ბიუჯეტს რეკორდულად, 1.01 ტრილიონ დოლარამდე ზრდის

ტრამპი თავდაცვის ბიუჯეტს რეკორდულად, 1.01 ტრილიონ დოლარამდე ზრდის
-ის პრეზიდენტი კონგრესს 2026 წელს ფისკალური წლისთვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რეკორდული 1.01 ტრილიონი დოლარის გამოყოფას სთხოვს. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება. ეს 13%-ით მეტია წინა წლის მონაცემზე.
გამოცემის ცნობით, ტრამპი არათავდაცვითი ხარჯებისთვის 163 მილიარდი დოლარით გამოყოფას ითხოვს. ეს ეხება გარემოს დაცვას, განახლებად ენერგიას, განათლებას და საგარეო დახმარების პროგრამებს. საერთო ჯამში, მას ამისთვის 557 მილიარდი დოლარის გამოყოფა სურს. ამავდროულად, ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსება 892.3 მილიარდი დოლარიდან 1.01 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. სააგენტოს წყაროების ცნობით, პენტაგონის მოთხოვნა 961 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ბიუჯეტის პრიორიტეტებში შედის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, კერძოდ, „ოქროს გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, გემთმშენებლობა და ბირთვული არსენალის მოდერნიზაცია. თანხები ასევე გამოყენებული იქნება სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სამხედროების ხელფასების გასაზრდელად.
“თავდაცვის ხარჯების 1 ტრილიონი დოლარის ნიშნულის გადაჭარბება, სავარაუდოდ, ამერიკელ კანონმდებლებში შოკისმომგვრელი ტალღების აგორებას გამოიწვევს”, — ნათქვამია სტატიაში.
სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ცივი ომის დასრულების შემდეგ გლობალური სამხედრო ხარჯების ზრდამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. შეერთებული შტატები სამხედრო ხარჯებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მათი თავდაცვის ბიუჯეტი 997 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლიურ მაჩვენებელზე 5.7%-ით მეტია (პლუს 19%-ით ბოლო ათწლეულის განმავლობაში). ეს მსოფლიო სამხედრო ხარჯების 37%-ია. უფრო მეტიც, მთელი 2024 წლის განმავლობაში მსოფლიოში სამხედრო ხარჯების ჯამური მოცულობა 2023 წელთან შედარებით 9.4%-ით გაიზარდა და რეკორდულ 2.718 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ ინაუგურაციის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებმა მშპ-ს 5% თავდაცვაზე უნდა დახარჯონ.