ტრამპი: ზელენსკი მზად არის წიაღისეულზე შეთანხმებისთვის, რუსეთიდან “ძლიერი სიგნალებია” მშვიდობისთვის მზადყოფნაზე

სამშაბათს საღამოს (თბილისის დროის ოთხშაბათს დილას) კონგრესის წინაშე გამოსვლისას -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა ში მიმდინარე ომზე.
ტრამპმა გამოაცხადა, რომ დღეს მან წერილი მიიღო უკრაინის პრეზიდენტ სგან, რომელიც მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმებას წიაღისეულის შესახებ. ტრამპის თქმით, ამავე დროს მან სგან მიიღო “ძლიერი სიგნალები”, რომ ის მზად არის მშვიდობისთვის.
წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ჩაიშალა ტრამპს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შელაპარაკების გამო, რომელიც 28 თებერვალს მოხდა თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას.
მოლაპარაკებების ღია ნაწილის დროს ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ არის მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის და მას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება ვაშინგტონისგან. საპასუხოდ, ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა „ომის დაწყების შემდეგ არახელსაყრელ მდგომარეობაშია“ და „მადლიერი უნდა იყოს“ შეერთებული შტატების მიმართ და რომ უკრაინის ხელისუფლება „ვერ ეტყვის“ თეთრ სახლს, სურს თუ არა კიევს ცეცხლის შეწყვეტა.
4 მარტს ზელენსკიმ სოცქსელში გამოაქვეყნა პოსტი ამ შეხვედრის შეფასებით. მან განაცხადა, რომ შეხვედრა „არ წარიმართა ისე, როგორც ნავარაუდევი იყო“ და გამოთქვა მზადყოფნა, „რაც შეიძლება მალე“ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, ხელი მოაწეროს წიაღისეული რესურსებისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას „ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს