აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის სამშვიდობო გეგმა არ მოეწონება, ბრძოლა უნდა გააგრძელოს.
“მას [ზელენსკის] ეს [სამშვიდობო გეგმა] უნდა მოეწონოს და თუ არ მოეწონება, მაშინ უბრალოდ უნდა გააგრძელოს ბრძოლა”, – თქვა მან ჟურნალისტებთან ოვალურ კაბინეტში.
რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა მედიამ გამოაქვეყნა აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმის პუნქტების სრული სია, რომელიც განსახილველად უკრაინას გადაეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს:
უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რუსულად აღიარებას.
ხერსონისა და ზაპოროჟიეს (ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ) რუსეთის კონტროლქვეშ აღიარებას.
ტრამპმა უკრაინას 27 ნოემბრამდე მისცა ვადა, რათა დათანხმდეს ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას.




