ტრამპი: ზელენსკის ვუთხარი, რომ ეს ომი უნდა დავასრულოთ

გუშინ ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის. მან მე დამირეკა და კარგი საუბარი გვქონდა. ვუთხარი, რომ ეს ომი უნდა დავასრულოთ. ეს [] ომის მანქანაა, თქვენ ომის მანქანის წინააღმდეგ იბრძვით და ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ: მათ დაამარცხეს ჰიტლერი, დაამარცხეს ნაპოლეონი, ისინი აწარმოებენ ომს. გაზაფხულის კონტრშეტევა არ მომხდარა და ვუთხარი, რომ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ძალიან ბევრი უკრაინელი და რუსი იხოცება და ეს ნამდვილი არეულობაა.