ტრამპი: ზელენსკის „არა აქვს კარტები“, მაგრამ მოეპოვება „ერთი რამ“ – თავად

The New York Times-თან ინტერვიუში -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ს „არა აქვს კარტები“, ანუ რუსეთთან დაპირისპირებაში სუსტ პოზიციაშია. თუმცა, ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკის მაინც მოეპოვება „ერთი რამ“ და ეს თავად ა.
„მას კარტები არა აქვს. მას კარტები არ ჰქონდა პირველივე დღიდან“, განაცხადა -ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „დონალდ ტრამპის გარეშე ეს სრული კატასტროფა იქნებოდა და ეს მან იცის, ევროპელმა ლიდერებმაც იციან და ყველამ იცის“. ტრამპი ადრე არაერთხელ ამტკიცებდა, რომ ის 2022 წელს აშშ-ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო ს ნაცვლად, ში სრულმასშტაბიან შეჭრას არ დაიწყებდა, ხოლო მას რომ არ დაეწყო უკრაინისთვის იარაღის მიყიდვა პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს და შემდეგ 2025 წელს ხელისუფლებაში არ დაბრუნებულიყო, რუსეთს ამ დროისთვის უკრაინის მთელი ტერიტორია ექნებოდა ოკუპირებული.
ტრამპის მტკიცება, რომ ს „კარტები არა აქვს“, გულისხმობდა, რომ დათმობებზე უნდა წავიდეს და შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმებს დასთანხმდეს. შარშან თებერვალში თეთრ სახლში შეხვედრის დროს ამ შენიშვნის საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ბანქოს არ თამაშობს“. ის შეხვედრა ცხარე კამათით და, ფაქტობრივად, სკანდალით დასრულდა. ლიდერებმა შემდგომში ურთიერთობების აღდგენა მოახერხეს და მას შემდეგ ტრამპი ზელენსკის რამდენჯერმე შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტი მუდმივად მადლობას უხდის შეერთებულ შტატებს დახმარებისა და სამშვიდობო ძალისხმევისთვის, თუმცა ნათლად აცხადებს, რომ შეერთებული შტატების და პირადად ტრამპის მიერ წარდგენილ ყველა წინადადებას არ ეთანხმება.
იმავე ინტერვიუდან ადრე გამოქვეყნებულ ნაწყვეტებში ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, ომის დასრულების შემდეგ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები გასცეს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მზადყოფნა ეფუძნება მის რწმენას, რომ უკრაინას აღარ დაესხმება თავს.
მ ორშაბათს განაცხადა, რომ უსაფრთხოების შეთანხმების პროექტმა „ისტორიულ დონეს მიაღწია“ და რომ მან თავის გუნდს დაავალა მისი დასრულება უმაღლეს დონეზე შესაძლო ხელმოწერისთვის – ანუ ტრამპთან შეხვედრაზე. შესაძლო შეხვედრის თარიღის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.
ფორუმი