ტრამპი: ზელენსკისთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტ სთან “ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი” ჰქონდა.
ეს ზელენსკისა და ტრამპის პირველი სატელეფონო საუბარია მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა თეთრი სახლი დატოვა. ზარი მნიშვნელოვანი იყო, რადგან ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით -ს პოზიციების ცვლილების შიში არსებობს.
“უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისა და მე დღეს ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა. მან მე რესპუბლიკელთა ეროვნული ყრილობის წარმატებით ჩატარება და რესპუბლიკელთა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატად გახდომა მომილოცა… მან დაგმო გასულ შაბათს მომხდარი საზიზღარი მკვლელობის მცდელობა და ხაზი გაუსვა, რომ ამერიკელი ხალხი ამ დროის განმავლობაში ერთიანობის სულით შეიკრა.” – დაწერა ტრამპმა.
ტრამპმა დააფასა ზელენსკის მხრიდან კომუნიკაციის სურვილი, რადგან, როგორც თავადაა დარწმუნებული, ის აშშ-ს მომდევნო პრეზიდენტი გახდება.
“მე ვაფასებ პრეზიდენტი ზელენსკის მიერ კონტაქტზე გამოსვლას, რადგან, როგორც აშშ-ს მომდევნო პრეზიდენტი, მე მსოფლიოში დავამყარებ მშვიდობას და დავასრულებ ომს, რომელსაც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა და გაანადგურა უთალავი უდანაშაულო ოჯახი. ორივე მხარეს შეეძლება ერთად დაჯდომა და შეთანხმებაზე მოლაპარაკება, რომელიც დაასრულებს ძალადობას და კეთილდღეობისკენ გზას გაიკვლევ.” – დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში.
ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ ტრამპს საპრეზიდენტო კანდიდატად გახდომა მიულოცა და მკვლელობის მცდელობა დაგმო. მან ტრამპს სამომავლოდ “ძალა და აბსოლუტური უსაფრთხოება” უსურვა და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია აშშ-ს ორპარტიული მხარდაჭერა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისინი შეთანხმდნენ, რომ პირისპირ შეხვედრის დროს განიხილავენ, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის.
წარსულში ტრამპი ირწმუნებოდა, რომ მას ში ომის დასრულება ერთ დღეში შეუძლია.