ტრამპი ზელენსკიზე მძიმე ზეწოლას ახდენდა, დათანხმებოდა პუტინის პირობებს, თუმცა, ზელენსკიმ საბოლოოდ შეძლო ტრამპის დაყოლიება, ფრონტის ხაზების გაყინვაზე – FINANCIAL TIMES

ტრამპი ზელენსკიზე მძიმე ზეწოლას ახდენდა, დათანხმებოდა პუტინის პირობებს, თუმცა, ზელენსკიმ საბოლოოდ შეძლო ტრამპის დაყოლიება, ფრონტის ხაზების გაყინვაზე – FINANCIAL TIMES
FINANCIAL TIMES-ის ინფორმაციით, პარასკევს, თეთრ სახლში გამართულ დაძაბულ შეხვედრაზე ტრამპი ზელენსკიზე მძიმე ზეწოლას ახდენდა და მოუწოდებდა, დათანხმებოდა პუტინის პირობებს ( დონბასის გადაცემასთან დაკავშირებით) ომის დასრულებასთან დაკავშირებით. მან უკრაინის პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ თუ კრემლის პირობებზე უარს იტყოდა, მის ქვეყანას „გაანადგურებდა“.
გამოცემის ცნობით, -ის პრეზიდენტმა გვერდზე გადადო უკრაინის ფრონტის ხაზის რუკები და დაჟინებით ითხოვდა, რომ ზელენსკის მთელი დონბასის რეგიონი პუტინისთვის დაეთმო და განმეორებით იმეორებდა იმ სალაპარაკო თეზისებს, რომლებიც რუსმა ლიდერმა მათ წინა დღეს გამართულ საუბარში ახსენა.
მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკიმ საბოლოოდ შეძლო ტრამპის დაყოლიება, მიმდინარე ფრონტის ხაზების გაყინვის საჯაროდ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ეს მწვავე შეხვედრა, როგორც ჩანს, ასახავდა ტრამპის პოზიციის არამდგრად ხასიათს ომთან დაკავშირებით და ასევე მის მზადყოფნას, მხარი დაეჭირა პუტინის მაქსიმალისტური მოთხოვნებისთვის.