ტრამპი ზელენსკიზე – ვხედავ, უფრო დამშვიდებულია, ვფიქრობ, გარიგების დადება სურს

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის ლიდერი უფრო დამშვიდებულია და უფრო მეტად დაინტერესებულია ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევით.
„ვხედავ, უფრო დამშვიდებულია. ვფიქრობ, სურათს ხვდება და ვფიქრობ, გარიგების დადება სურს“, – აღნიშნა ტრამპმა, როდესაც კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვატიკანში გამართულ შეხვედრის შესახებ.
მისი თქმით, შეხვედრაზე მოკლედ განიხილეს ყირიმის საკითხი. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა, დათმოს ტრამპმა უპასუხა : „ვფიქრობ, კი“.
ამასთან, დონალდ ტრამპმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, „შეწყვიტოს სროლა, დაჯდეს და ხელი მოაწეროს შეთანხმებას“.
მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა მშვენიერი შეხვედრა იყო.
„მშვენიერი შეხვედრა იყო. გეტყვით, რომ ეს იყო ყველაზე მშვენიერი ოფისი, რაც კი ოდესმე მინახავს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა