დონალდ ტრამპის თქმით, ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე დათანხმდება. კერძოდ, მან თქვა: “ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ მომავალ აგრესიას შეაჩერებს და ვფიქრობ, აგრესია არ იქნება”.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპის თქმით, განხილული იქნება რუსეთთან “ტერიტორიების გაცვლის” საკითხი.
დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ შედგება სამმხრივი შეხვედრა მას, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.
დონალდ ტრამპის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი მოლაპარაკებების პროცესი კარგად ჩაივლის, ის შეეცდება ვლადიმერ პუტინთან სამმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდეს.
დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი დღევანდელი შეხვედრების შემდეგ აქვს დაგეგმილი.
