ტრამპი ვირტუალურად ისაუბრებს, ზელენსკი პირადად დაესწრება – დავოსის ფორუმი

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) წლევანდელ შეხვედრაში, რომელიც, ტრადიციულად, შვეიცარიის ქალაქ დავოსში ტარდება, ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიიღებს მონაწილეობას. მისი გამოსვლა 23 იანვარს არის დაგეგმილი.
WEF-ის პრეზიდენტის, ბიორგე ბრენდეს მიერ სამშაბათს, 14 იანვარს გაკეთებული განცხადების თანახმად, ტრამპისგან განსხვავებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი შვეიცარიის სამთო კურორტზე ჩავა და ფორუმს უშუალოდ დაესწრება.
წელს ღონისძიება 20-დან 24 იანვრამდე გაიმართება. ტრამპი, რომლის ოფიციალური ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი, ფორუმის მუშაობაში მესამედ მიიღებს მონაწილეობას. აქამდე მან ეს თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, 2018 და 2020 წლებში გააკეთა.
ბრენდეს თქმით, ღონისძიებაში -ის ახალი ადმინისტრაციის სხვა მთავარი ფიგურებიც მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა, ამის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არსებობს. კითხვაზე, შეიძლება თუ არა მათ შორის იყოს ელონ მასკი, ფორუმის პრეზიდენტმა უპასუხა: „ჩვენ ეს არ ვიცით. თუმცა, მას რა თქმა უნდა, მოიპატიჟებენ“.
რაც შეეხება ზელენსკის, ეს დავოსში მისი ზედიზედ მეორე გამოჩენა იქნება. ბრენდეს თქმით, უკრაინის პრეზიდენტი 21 იანვარს გრაუბიუნდენის კანტონის გრისონში ჩავა. შვეიცარიის ფინანსთა მინისტრმა, კარინ კელერ-სუტერმა, რომელიც წელს დავოსის ფორუმს როტაციის წესით თავმჯდომარეობს, გასულ კვირას განაცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს.
დავოსში წელს, გლობალური საკითხების განსახილველად, დაახლოებით 3000 სტუმარი შეიკრიბება. მათ შორის იქნებიან გამოჩენილი პოლიტიკოსები (60-ზე მეტი სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური), ბიზნეს-ლიდერები და სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები. წლევანდელი ღონისძიების დევიზია: „თანამშრომლობა ინტელექტუალური ეპოქისთვის“.
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი, და ჩინეთის ვიცე-პრემიერი, დინგ ქსუექსიანგი. ღონისძიებაზე ასევე იქნებიან: არგენტინის პრეზიდენტი, , ს პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი, პალესტინის პრემიერ-მინისტრი, მოჰამედ მუსტაფა და სირიის ახალი მთავრობის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ასაად ჰასან ალ-შაიბანი.
წყარო: 1 არხი