ტრამპი: ველი ერდოღანთან თანამშრომლობას რუსეთ-უკრაინის უაზრო, მაგრამ სასიკვდილო ომის დასასრულებლად

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე დაწერა, რომ მას თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
ს განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტთან სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.
“თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანთან ძალიან კარგი და პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა მრავალ თემაზე, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომზე, სირიასთან და ღაზასთან დაკავშირებულ და სხვა საკითხებზე. პრეზიდენტმა თურქეთში მიმიწვია, ის ასევე ჩამოვა ვაშინგტონში. წინა პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში ჩემი ურთიერთობა პრეზიდენტ ერდოღანთან შესანიშნავი იყო. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მრავალ საკითხზე, მათ შორის იმ ფაქტზე, რომ მან ხელი შეუწყო პასტორ ენდრიუ ბრანსონის შეერთებულ შტატებში დაბრუნებას – ჩემი თხოვნისთანავე. ნებისმიერ შემთხვევაში, მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობას რუსეთსა და ს შორის უაზრო, მაგრამ სასიკვდილო ომის დასასრულებლად – ახლავე!”, – წერს ტრამპი.