ტრამპი ევროპისგან მოითხოვს რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტას და ჩინეთზე ზეწოლას – მედია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს ადანაშაულებს რუსული ნავთობის შეძენით ომის დაფინანსებაში. სგან საწვავის შეძენას ში ომის დაწყების შემდეგაც განაგრძობს უნგრეთი, რომლის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კარგი ურთიერთობა აქვს.
„მსურველთა კოალიციის“ წევრი სახელმწიფოებისა და უკრაინის ლიდერებს პარიზში 4 სექტემბერს გამართული შეხვედრისას, რომელზეც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავდნენ, ვიდეოკონფერენციის ფორმატით საუბარი ჰქონდათ -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც.
გამოცემა Axios-ი და ტელეკომპანია CNN-ი თეთრი სახლის ინფორმირებულ წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ტრამპმა ევროპას მოუწოდა უკრაინაში ომის დასრულების ხელშესაწყობად შეწყვიტონ რუსეთისგან ნავთობის შეძენა და ამავე მიზნით ეკონომიკური ზეწოლა მოახდინონ ჩინეთზე.
აშშ-ის ბრალდების პასუხად ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა მკვეთრად შეამცირა რუსული ნავთობის შეძენა. ტრამპს განუმარტეს, რომ რუსეთიდან ნავთობის იმპორტს მხოლოდ უნგრეთი და განაგრძობენ.
ამასთან, როგორც გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ევროპის სახელმწიფოებს უსაყვედურა, რომ ისინი რუსული ნავთობის შეძენას ინდოეთის გავლით განაგრძობენ.
როგორც Axios-ს უთხრა თეთრი სახლის წარმომადგენელმა წლის განმავლობაში რუსეთმა ევროკავშირში საწვავის გაყიდვით 1,1 მილიარდი ევრო მიიღო.
აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ისევ თავს აარიდებს უკრაინის პრეზიდენტთან სამშვიდობო მოლაპარაკებას, რუსეთს შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით ახალ სანქციებს დაუწესებენ.
რაც შეეხება ჩინეთს, რომელიც ინდოეთთან ერთად რუსული საწვავის უმსხვილესი მყიდველია, მისთვის სანქციები არც აშშ-ს დაუწესებია.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ეუთო/ოდირიც მოაწვევინეთ და ბოლომდე სახე მობანეთ ამ ანტიეროვნულ, რუსულ, კრიმინალურ ბანდას! – ისტორია შეგარცხვენთ, უკვე თავლაფდასხმულებო, ყველას, „ლელო-გახარიელებს“ და თქვენი გაუგონარი ღალატის ყველა თანამონაწილეს!