აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აშშ-ს ადმინისტრაცია გადავიდა პირდაპირ კონტაქტებზე ევროპის ქვეყნების ხელისუფლებასთან, რითაც ბრიუსელს „ცივი შხაპი“ გადაასხა. ამის შესახებ Politico წერს.
ეს რადიკალურად განასხვავებს აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის კურსს წინა ადმინისტრაციისგან: ჯო ბაიდენის მეთაურობით თეთრ სახლს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ევროკომისიის ხელმძღვანელთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან და სხვა მაღალჩინოსან ევროპელ მოღვაწეებთან, აღნიშნავს გამოცემა.
ტრამპის ადმინისტრაცია, პირიქით, აჩერებს კონტაქტებს ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან, პრიორიტეტს ანიჭებს ეროვნულ ლიდერებსა და მინისტრებს. კერძოდ, აღნიშნავს გამოცემა, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ევროკავშირის არც ერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი არ იყო მიწვეული, მაგრამ მოწვევა ევროპის ქვეყნებიდან პოლიტიკოსებმა მიიღეს.