ტრამპი დიდი სიამოვნებით შესწირავდა უკრაინის და ევროპის ინტერესებსაც თავის მანიაკალურ სურვილს ნობელის პრემია მიიღოს მშვიდობის დარგში

ტრამპი დიდი სიამოვნებით შესწირავდა უკრაინის და ევროპის ინტერესებსაც თავის მანიაკალურ სურვილს ნობელის პრემია მიიღოს მშვიდობის დარგში
ტრამპი დიდი სიამოვნებით შესწირავდა უკრაინის და ევროპის ინტერესებსაც თავის მანიაკალურ სურვილს ნობელის პრემია მიიღოს მშვიდობის დარგში. მას აქვს მანიაკალური ახირება, რომ ისტორიაში შევიდეს, როგორც ყველაზე მშვიდობისმყოფელი პრეზოდენტი, – წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ტრამპი პუტინს სწორედ ამიტომ “უძვრება”, რომ მისი სანუკვარი სურვილის ასრულება და ომის დასრულება სწორედ ს პრეზიდენტს შეუძლია. “რად უნდა ამას დიდი ფილოსოფია და ანალიზი! ტრამპი დიდი სიამოვნებით შესწირავდა უკრაინის და ევროპის ინტერესებსაც თავის მანიაკალურ სურვილს ნობელის პრემია მიიღოს მშვიდობის დარგში. მას აქვს მანიაკალური ახირება, რომ ისტორიაში შევიდეს, როგორც ყველაზე მშვიდობისმყოფელი პრეზოდენტი, ამიტომ ახსნებს მუდამ მშვიდობას და ითვლის რამდენ ქვეყანაში დაამყარა ის. ესაა მთელი ალია-ბალია, რაც მის პოლიტიკაზე უნდა ვიცოდეთ.
ნობელის პრემიას კი მარტო კამბოჯაში და კავკასიაში მიღწეული მშვიდობისთვის არავინ მისცემს. ყველაზე დიდი კარტი ა. მისი ამ სანუკვარი სურვილის ასრულება კი უპირველესად პუტინზეა დამოკოდებული. სწორედ მას შეუძლია ომის დასრულება, ზელენსკის არ შეუძლია, რადგან ომი პიტინმა დაიწყო, ის დაესხა თავს სხვას და სწორწდ მან უნდა შეწყვიტოს თავდასხმა . ზელენსკის არც ომი დაუწყია და არც ვინმეს დასხმია თავს, შესაბამისად ომს ის ვერც შეწყვიტს. მას მხოლოდ წინააღმდეგობის შეწტვეტა შეუძლია. ამიტომაც უძვრება ის პუტინს. მისთვის სასურველი კარტი მართლაც მას აქვს და არა ზელენსკის. ამ მიზნის მისაღწევად მან აქამდეც ბევრჯერ სცადა გაეწირა უკრაინის და ევროპის ინტერესები მშვიდობის სანაცვოლდ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. დარწმუნებული ვარ არც ახლა გამოუვა.” – წერს მერაბ მეტრეველი.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა