ტრამპი და ფონ დერ ლაიენი 27 ივლისს ტარიფების საკითხზე შოტლანდიაში იმსჯელებენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი კვირას -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
ფონ დერ ლაიენის X პოსტის თანახმად, ტრამპთან სატელეფონო ზარის შედეგად შეთანხმდნენ კვირას შოტლანდიაში შეხვედრაზე, „ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობების განსახილველად“ და იმაზე სამსჯელოდ, როგორ მოხერხდეს მათი შენარჩუნება.
ევროკავშირის დიპლომატები მედიასთან აცხადებენ, რომ ყველა საკმაოდ დაძაბულია და რომ მოელიან ტრამპის მიერ დაწესებულ ვადამდე, ანუ 1 აგვისტომდე აშშ-სგან 15%-იანი საბაზისო ტარიფის დაწესდებას.
გაერთიანებულ სამეფოში გამგზავრებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირიდან იმპორტზე დაპირებულ 30%-იან ტარიფს არ დააწესებს, „თუ ისინი თავად დათანხმდებიან ამერიკული ბიზნესებისთვის ევროკავშირის გახსნას“.
სამი კვირის წინ ევროკავშირი და აშშ 10%-იანი საბაზისო ტარიფზე თითქმის შეთანმებულები იყვნენ, როცა პრეზიდენი ტრამპი 30%-იანი ტარიფით დაიმუქრა. ტარიფის დაწესების ახალ ვადად კი 1 აგვისტო განისაზღვრა.
ფორუმი