ტრამპი და პუტინი სატელეფონო კონსულტაციას მართავენ

აშშ-ის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ 16 ოქტომბერს სატელეფონო კონსულტაციას მართავს ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
მანამდე თეთრმა სახლმა დაადასტურა ხუთშაბათს დაგეგმილი სატელეფონო საუბარი ტრამპსა და პუტინს შორის – ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის, ს ჩასვლამდე ერთი დღით ადრე. ტრამპსა და პუტინს შორისა სატელეფონო საუბარზე ასევე იუწყებოდა გამოცემა Axios.
გავრცელებული მოლოდინით, პარასკევს თეთრ სახლში დანიშნულ შეხვედრაზე ტრამპი და ზელენსკი განიხილავენ უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და სთვის გრძელი რადიუსის დარტყმების შესაძლებლობების მიწოდების საკითხებს. ეს მოიცავს კიევისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდებასაც – რაც მოსკოვის უკმაყოფილებას იწვევს.
ახლახან, ჟურნალისტებთან საუბარში ტრამპმა დაადასტურა, რომ არ გამორიცხავს უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდებას – თუ არ მოხერხდება ში ომის გაჩერება. ამავე დროს, ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯერ აპირებს რაკეტების საკითხი რუსეთთან განიხილოს. დამაზუსტებელი კითხვის პასუხად ტრამპმა ივარაუდა, რომ ეს, შესაძლოა, პუტინთან სატელეფონო საუბარში მოხდეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე – პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი