ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე შეხვდნენ

უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები, და დღეს, 26 აპრილს, რომში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე შეხვდნენ ერთმანეთს.
ინფორმაცია, რომელიც წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა დასავლურ მედიაში, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა დაადასტურა.
სერჰი ნიკიფოროვმა, ზელენსკის ადმინისტრაციის პრესმდივანმა განაცხადა, რომ შეხვედრა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
ვატიკანში წყაროებზე დაყრდნობით Sky News-ი იუწყება, რომ ორი ლიდერი შეთანხმდა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე დაკრძალვის შემდეგ.
ტრამპი და ზელენსკი აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრიან 28 თებერვლის შემდეგ – მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში ლიდერებს შორის შელაპარაკება მოხდა ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მონაწილეობით.
ს ფრანცისკე 2025 წლის 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას დღეს კრძალავენ.
მათ გარდა დაკრძალვის ცერემონიალზე იმყოფებიან სხვა მსოფლიო ლიდერები – ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუილ მაკრონი და სხვები.
ვატიკანში გაემგზავრა ც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“