მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის პოლიტიკამ ბევრი საფიქრალი გაგვიჩინა და აღმოვაჩინეთ, რომ თურმე აშშ-ის გარეშე ამ პრობლემების მოგვარება ამ ეტაპზე არ შეგვიძლია, მაინც არ გამოვდივართ კომფორტის ზონიდან, ბევრ დროს ვუთმობთ ტრამპის კრიტიკას და იმედი გვაქვს, რომ აშშ-ში რაღაც მოხდება და ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება. არა და არაფერი განსაკუთრებული, არაფერი ისეთი, რაც ჩვენ არ უნდა გაგვეკეთებინა: 1. ვინ უშლიდა ევროპას თავის უსაფრთხოებაზე ეზრუნა და ყველაფერი აშშ-ის კისერზე არ დაეკიდა? 2. ვინ უშლიდა ევროპას შეეფასებინა რუსეთის საფრთხე ჯერ კიდე 2008 წელს და ქონოდა გეგმმა ბ ( ან ც, დ, ე, ფ) მსოფლიო რუსეთის გარეშე ან დაშლილი რუსეთი? 3. ვინ უშლიდა ევროპას თავის უსაფრთხოების ინტერესის სფეროში შეეყვანა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, დახმარებოდა მათ ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას ევროპულ სტანდარტამდე, მოეხდინა მათი შეიარაღება და სამხედრო გაძლიერება? 4. ვინ აიძულა ნაციონალური მოძრაობა გაეყალბებინა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები და დაეშვა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა? 5. ვინ დაგვიშალა შეგვექმნა ძლიერი შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების სისტემა ? 6. რატომ ველოდებით სანქციებს და არ ვქმნით ერთიან წინააღმდეგობის ფრონტს დიქტატურის ჩამოსაშლელად? 7. უკრაინაზე არაფერს დავწერ ამ სტატუსში, რამდენი რამის გაკეთება შეუძლიათ და არ/ვერ აკეთებენ.
ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ის რაც გასაკეთებელია გაკეთდება, ხოლო ჩვენი აშშ-თან თანამშრომლობა იქნება სტრატეგიულ პარტნიორების ფარგლებში და არა სტრატეგიულ პარაზიტის ფორმატში. ტრამპს რაც შეეხება, უდავოა, რომ დღეს ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა აქვს, დემოკრატიულ სამყაროში, კომფორტულ ჭაობში, დიდი, სტრატეგიული დონის, გლობალური შტორმია, რომელიც უფრო დიდ შესაძლებლობებს აჩენს ვიდრე პრობლემებს.
