აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რამდენიმე ათეულ ბიზნესმენთან ერთად წლის ბოლომდე ჩინეთს ეწვევა. ინფორმაციას აზიური მედია ავრცელებს, რომლის თანახმადაც, თეთრ სახლს ვიზიტის მზადება უკვე დაწყებული აქვს.
ანალიტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ტრამპის ჩასვლა ჩინეთში ახლო აღმოსავლეთში განხორციელებული ვიზიტის მსგავსი იქნება, როცა ამერიკულმა მხარემ ჩინათთან 2 მილიარდი დოლარის ოდენობის საინვესტიციო ხელშეკრულებები გააფორმა
