ტრამპი ბაიდენ-ჰარისს ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის პროცესთან დაკავშირებით აკრიტიკებს

ავღანეთიდან ამერიკის ჯარის გამოყვანიდან 3 წლის თავზე შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციას აკრიტიკებს. ის ამბობს, რომ ჯარების გამოყვანის პროცესი „კატასტროფული“ იყო.
ტრამპს მიაჩნია, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მაშინდელმა ქმედებამ საერთაშორისო მასშტაბით „ამერიკის სანდოობისა და პატივისცემის კოლაფსი“ გამოიწვია. ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც არლინგონტის ეროვნულ სასაფლაოზე იმყოფებოდა და ავღანეთში თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოკლული 13 ამერიკელი სამხედროს საფლავი გვირგვინით შეამკო.
ამ დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმაც.
„ეს 13 თავდადებული პატრიოტი ამერიკას საუკეთესოდ წარმოადგენს, ისინი ჩვენს საყვარელს ერს და ამერიკელებს საკუთარ თავზე მაღლა აყენებენ და საფრთხეში იგდებენ თავს თავიანთი მოქალაქეების დასაცავად“, – წერია ჰარისის განცხადებაში, რომელიც ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის 3 წლისთავზე გავრცელდა.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გეგმავს, დაღუპულ 13 ამერიკელი სამხედრო ოქროს მედლით დააჯილდოოს, ეს არის უმაღლესი ჯილდო, რომლის გაცემაც ამერიკის კონგრესს შეუძლია. მაიკ ჯონსონის თქმით, ცერემონიალი სექტემბერში გაიმართება.
რაც შეეხება დონალდ ტრამპის ბრალდებებს, ბაიდენ-ჰარისის გუნდი პასუხისმგებლობას თავად 45-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციას აკისრებს.
„ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ მემკვიდრეობით ქაოსი დონალდ ტრამპისგან მიიღო“, – თქვა ამარ მუსამ, ს პრეს-სპიკერმა და აქვე აღნიშნა, რომ ტრამპის სურვილია ამერიკამ დაივიწყოს, რომ მას თავად ჰქონდა ოთხი წელი იმისთვის, რომ გაეყვანა ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან, თუმცა მან ეს ვერ შეძლო.
ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის ის პროცესი დაასრულა, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ თალიბანთან 2020 წელს შეთანხმდა.
ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის 3 წლისთავი, თალიბანმა თვის დასაწყისში სამხედრო აღლუმით აღნიშნა, რომელსაც მხოლოდ მამაკაცები ესწრებოდნენ. ქალებს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”