ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, მხარი დაუჭიროს ირანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მხარი დაუჭიროს ირანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ს თქმით, ჯერჯერობით ინარჩუნებს სანქციებს ირანის წინააღმდეგ.
„ისინი თუ შეასრულებენ თავიანთ სამუშაოს, თუ ისინი მშვიდობიანი იქნებიან და შეძლებენ, გვაჩვენონ, რომ აღარ გამოიწვევენ ზიანს, მე მოვხსნი სანქციებს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მხრიდან განხორციელებული დარტყმების შედეგად ირანის ბირთვული პროგრამა „განადგურდა ისე, როგორც აქამდე არავის უნახავს“.
„ეს ნიშნავდა მათი ბირთვული ამბიციების დასასრულს, სულ მცირე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში“, – აღნიშნა ტრამპმა.
ს თქმით, ირანელებმა თავდასხმამდე ვერ მოასწრეს მაღალი გამდიდრებული ურანის გატანა ფორდოს ბირთვული ობიექტიდან.
„ეს ძალიან რთული და საშიში საქმე იყო. ურანი ძალიან მძიმეც არის. გარდა ამისა, ჩვენ არ გავაფრთხილეთ ისინი წინასწარ – მათ მხოლოდ ბოლო წუთებში გაიგეს, რომ მოვდიოდით“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი მხოლოდ რამდენიმე კვირაში მოახერხებდა ბირთვული იარაღის შექმნას, ახლა კი ეს შეუძლებელია.