ტრამპი აცხადებს, რომ „ყირიმი რუსეთს დარჩება“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს გამოქვეყნებულ ინტერვიუში თქვა, რომ „ რუსეთს დარჩება“. ზელენსკი ამას ხვდება, ეს ესმის ყველას, რომ ყირიმი დიდი ხანია [რუსეთთანაა].
-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება სამშაბათს, ჟურნალ „Time“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ტრამპი ომის გახანგრძლივებაში უკრაინის პრეზიდენტ ს ადანაშაულებს. თუმცა დასავლეთ ევროპელი ლიდერები მიიჩნევენ, რომ პუტინს მოლაპარაკებების გაჭიანურება და უკრაინის კიდევ ახალი მიწების მიტაცება სურს, მაშინ როცა მის არმიას ბრძოლის ველზე უპირატესობა აქვს.
ტრამპმა ინტერვიუში ასევე თქვა, რომ რუსეთს უკვე დიდი ხანია ყირიმში წყალქვეშა ნავები ჰყავს განთავსებული. „ყირიმში ხალხი ძირითადად რუსულად საუბრობს“, – განაცხადა ტრამპმა: „მაგრამ ეს ობამამ მოიტანა. ეს ტრამპს არ მოუტანია“.
დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, ში ომის დასასრულებლად პრეზიდენტ ს ადმინისტრაციის მიერ მომზადებული გეგმის პუნქტებს შორისაა ს მიერ ყირიმის ანექსიის დე იურე აღიარება აშშ-ის მხრიდან და უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსულ ოკუპაციას იურიდიულად არასდროს აღიარებენ და ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
· უკრაინას, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ თავისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას არ აპირებს, მიზნებად გამოცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღება.