ტრამპი აცხადებს, რომ ღაზაში „რეალურად შიმშილობენ“ და იქ საკვების ცენტრებს გახსნის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღაზაში „საკვების ცენტრებს“ შექმნის, რათა ისრაელის ბლოკადის ფონზე დაწყებული შიმშილობისა და არასრულფასოვანი კვების კრიზისი მოაგვაროს.
ტრამპი ასევე შეეწინააღმდეგა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ შაბათ-კვირას გაკეთებულ განცხადება, რომ „ღაზაში შიმშილი არ არის“.
„ეს რეალური შიმშილის საკითხია“, – თქვა ტრამპმა. „მე ამას ვხედავ და ამის გაყალბება შეუძლებელია. ასე რომ, ჩვენ კიდევ უფრო მეტად ჩავერთვებით“.
ტრამპმა, რომელიც ძირითადად ჰამასს ადანაშაულებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების განაწილების შეფერხებაში, ისრაელსაც დააკისრა „დიდი პასუხისმგებლობა“ რეგიონში დახმარების შეზღუდვასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოუწოდა ჰამასს, გაათავისუფლოს დარჩენილი მძევლები მოლაპარაკებების გასაადვილებლად.
“ჩვენ ვაპირებთ საკვების ცენტრების შექმნას და ამას ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად გავაკეთებთ, მივაწვდით დაფინანსებასაც. ახლახან ტრილიონობით დოლარი მივიღეთ, რის ნაწილსაც ფულს საკვებზე დავხარჯავთ და ამაში სხვა ერებიც შემოგვიერთდებიან. ასე რომ, ჩვენ საკვების ცენტრებს შევქმნით, სადაც ხალხს მისვლა შეეძლება. ეს იქნება წინაღობების გარეშე, ჩვენ არ გვექნება ღობეები”, – განაცხადა ტრამპმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?

ირაკლი კობახიძე – ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ განვითარებასა და მოდერნიზაციას – საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები