ტრამპი აცხადებს, რომ უცხოურ ფილმებს 100%-იან ტარიფს დაუწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს Truth Social-ის პოსტში განაცხადა, რომ 100%-იან ტარიფს დააწესებს „ყველა ფილმზე, რომელიც შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ არის გადაღებული“.
ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის ან როგორ ამოქმედდება ტარიფი.
თუ ტრამპი თავის მუქარას შეასრულებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ის ტარიფს დააწესებს მომსახურებაზე და არა საქონელზე.
პრეზიდენტი თავდაპირველად მაისში მოითხოვა უცხოურ ფილმებზე 100%-იანი ტარიფის დაწესება, რადგან სხვა ქვეყნები კინოს მწარმოებლებს საგადასახადო შეღავათებს სთავაზობენ, რაც იქ გადაღებას აიაფებს. ორშაბათს გამოქვეყნებულ პოსტში მან თქვა, რომ ამით განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა კალიფორნიის შტატი.
ბოლო წლებში -ის კინოთეატრებში ბილეთების გაყიდვები შემცირებულია. ბევრი მაყურებელი ფილმების ყურებას სახლში, სტრიმინგის პლატფორმებზე ამჯობინებს.
აშშ-ის კინოგაქირავების შემოსავალი 2018 წელს დაახლოებით 12 მილიარდ დოლარს შეადგენდა. პანდემიის დროს წლიური შემოსავლები მკვეთრად შემცირდა, შემდეგ კი იმატა, თუმცა პანდემიამდელი დონისათვის აღარ მიუღწევია.
ფორუმი