ტრამპი აცხადებს, რომ არ განიხილავს ვენესუელაზე იერიშის მიტანას

-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის არ განიხილავს ვენესუელაზე იერიშის მიტანას, როგორც ამის შესახებ გასულ კვირას აცხადებდა, როდესაც ნარკოკარტელების წინააღმდეგ ოპერაციების გაფართოების გეგმაზე საუბრობდა, – ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ჟურნალისტების კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვენესუელაზე დარტყმების მიტანას აპირებს, ტრამპმა უპასუხა: „არა“.
ამასთან, როგორც მედია წერს, ბუნდოვანი რჩება, საერთოდ გამორიცხავს პრეზიდენტი მომავალში დარტყმების განხორციელებას, თუ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა კარიბის ზღვის აუზში სამხედრო წარმომადგენლობა გაზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ