ტრამპი: აშშ და რუსეთი “დღეს ან ხვალ” გამართავენ მოლაპარაკებას უკრაინის თაობაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის დელეგაცია უკრაინის საკითხზე ს წარმომადგენლებს „დღეს ან ხვალ“ შეხვდება. მან ასევე დაუშვა, რომ ზელენსკის კვლავ მიიწვევს თეთრ სახლში, წერს Reuters-ი.
„იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ რუსეთს დღეს ან ხვალ შევხვდებით“, – განაცხადა მან.
Bloomberg-ი, CBS, Fox News-ი და Axios-ი, თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინებიან, რომ ამ მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფი, ამ კვირაში რუსეთში ჩასვლას გეგმავს.
მანამდე საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში, უკრაინისა და -ის დელეგაციების მოლაპარაკებების შედეგად კიევმა მიიღო ვაშინგტონის წინადადება 30 დღით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ, თუ რუსეთი ასევე დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. 30-დღიანი ვადა შეიძლება მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდეს.
საპასუხოდ ვაშინგტონი კიევს დაჰპირდა, რომ დაუყოვნებლივ გააუქმებს სადაზვერვო მონაცემების აკრძალვას და აღადგენს სამხედრო დახმარებას.
უკრაინის პრეზიდენტ ს თქმით, გამოდიოდა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით მხოლოდ ჰაერში და ზღვაში, მაგრამ აშშ-ის დელეგაცია დაჟინებით მოითხოვდა ცეცხლის სრულ შეწყვეტას.
საუდის არაბეთში ვაშინგტონსა და კიევს შორის მოლაპარაკებების შემდეგ „ბურთი რუსეთის მოედანზეა“, – დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც ამერიკის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჯიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე.
ფორუმი