ტრამპი: არ მომწონს, რასაც პუტინი აკეთებს. უამრავ ადამიანს ხოცავს და არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა… ვნახავთ, რას მოვიმოქმედებთ

-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებთან რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აღნიშნა, რომ “აბსოლუტურად” განიხილავს რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებას.

“არ მომწონს, რასაც პუტინი აკეთებს. უამრავ ადამიანს ხოცავს და არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა. ძალიან დიდი ხანია, რაც ვიცნობ. ყოველთვის ვეწყობოდით, მაგრამ რაკეტებს უშვებს ქალაქებზე და ხალხს ხოცავს და საერთოდ არ მომწონს ეს,” თქვა ტრამპმა.

“მოლაპარაკებების შუაში ვართ და კიევსა და სხვა ქალაქებში რაკეტებს უშვებს. საერთოდ არ მომწონს ეს,” დაამატა მან.

რეპორტიორის კითხვაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს იგი პუტინის ქმედებებთან დაკავშირებით, ტრამპმა უპასუხა, რომ “გაკვირვებული ვარ, ძალიან გაკვირვებული. ვნახავთ, რას მოვიმოქმედებთ.”

ამას გარდა, რეპორტიორმა ტრამპს ჰკითხა, განიხილავს თუ არა იგი რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებას, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ “აბსოლუტურად”.

“ის [პუტინი] უამრავ ხალხს ხოცავს. არ ვიცი, რა სჭირს. რა ჯანდაბა დაემართა? უამრავ ადამიანს ხოცავს. არ მომწონს ეს,” დაამატა -ს პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას – სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება

მათე ხვედელიძე: მიზეზი, რატომაც ამ ამბავს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, არის სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენის შანსი. თუ აქ სამოქალაქო საზოგადოება გადარჩება, ნებისმიერ სცენარში ეს ქვეყანა გადარჩება და გაძვრება სამშვიდობოს