ტრამპი არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა -ის ჯარების ში გაგზავნა უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესანარჩუნებლად.
“ჩვენ შეგატყობინებთ თქვენ ამის შესახებ, შესაძლოა, დღესვე გაცნობოთ”, – უთხრა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში, სთან შეხვედრის დროს.
ს თქმით, მშვიდობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ევროპა შეასრულებს, თუმცა ამ პროცესში აშშ-ც ჩაერთვება.
“ისინი თავდაცვის პირველი ხაზი არიან, რადგან ისინი იქ არიან, თუმცა ჩვენ ვაპირებთ, რომ დავეხმაროთ და ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას”, – თქვა მან.
დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული, ის ძალაში დარჩება.
“ვფიქრობ, თუ მშვიდობას მივაღწევთ, ის იმუშავებს. ამაში ეჭვი არ მეპარება”, – თქვა დონალდ ტრამპმა.