ტრამპი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მზადაა მასკი თავის ადმინისტრაციაში დაასაქმოს

ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი მზად არის, მილიარდერი ილონ მასკი დაასაქმოს თავის ადმინისტრაციაში, თუ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს – „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ამის შესახებ ტრამპმა Reuters–თან ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპს ჰკითხეს, შესთავაზებდა თუ არა მასკს მრჩევლის ან თავისი პოტენციური მთავრობის წევრის თანამდებობას.
„ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია. თუ დათანხმდება, ამას აუცილებლად გავაკეთებდი. ის ბრწყინვალე ბიჭია“, – თქვა ტრამპმა.