ტრამპი აპირებს, არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციისთვის ჯარიც გამოიყენოს

დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაცია -ში არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციისთვის, მათ შორის, სამხედროების გამოყენებასაც გეგმავს.
ტრამპმა ერთი სიტყვით, – „სიმართლეა!!!“, – უპასუხა პოსტს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მისი ადმინისტრაცია მასობრივი დეპორტაციისთვის სამხედრო ძალის გამოყენებასაც მიმართავს.
ტრამპის ერთ-ერთი საკვანძო დაპირება როგორც პირველი, ასევე მეორე ვადის დროს, მიგრაციის პრობლემის მოგვარება და ქვეყანაში უკანონოდ მყოფთა დეპორტაცია იყო.
„გარდიანი“ აღნიშნავს, რომ ტრამპის მიერ სამხედროების გამოყენება, პოლიტიკური ოპოზიციის გარდა, სასამართლოში მისი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც გამოიწვევს.