ტრამპი ამომრჩევლებისგან მოქალაქეობის დადასტურებას მოითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით, ამომრჩევლებად დარეგისტრირებისას, ამერიკელებმა მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინონ.

ბრძანებულება ავალდებულებს ადგილობრივ ხელისუფლებებს, შეამოწმონ წარდგენილი საბუთების ნამდვილობა. ამავე დოკუმენტით, ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლა უნდა დასრულდეს ს დღეს.
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ბრძანებულების მთავარი მიზანია, გამორიცხოს არჩევნებში -ში უკანონოდ მყოფი პირების მონაწილეობა.

წარსულში ტრამპმა არაერთხელ დაიჩივლა, რომ კენჭისყრის სისტემა ქვეყანაში არასრულყოფილია და დამამტკიცებელი საბუთის გარეშე ამტკიცებდა, რომ 2020 წელს არჩევნები წააგო ხმის უფლების არმქონე პირების ბიულეტენების გამო. „არჩევნების გაყალბება – ალბათ გაგიგონიათ ასეთი სიტყვათშეთანხმება. იმედი მაქვს, მას ბოლოს მოვუღებთ“ – განაცხადა მან ბრძანებულებაზე ხელის მოწერის დროს.

ამერიკის მედიაში გამოთქმულია იურისტების მოსაზრებები, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებელ ფედერალურ საარჩევნო კომისიას შეუძლია.
აშშ-ის კანონმდებლობით, ამომრჩეველმა რეგისტრაციისას მხოლოდ უნდა განაცხადოს, რომ არის ამერიკის მოქალაქე. ყალბი ინფორმაციის მიცემა ისჯება.