ტრამპი ამბობს, რომ ღაზაში შიმშილობის გამო, საკვების ცენტრების გახსნას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღაზაში ბევრი ადამიანი შიმშილობს და ამასთან გასამკლავებლად ის საკვების ცენტრებს მოაწყობს, სადაც ადამიანები დაბრკოლების გარეშე შევლენ.
როგორც ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას ჟურნალისტებთან აღნიშნა, სხვა ქვეყნებთან ერთად იმუშავებს, რათა ღაზას მოსახლეობას მეტი ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის, საკვები და სანიტარული საშუალებები მიაწოდოს.
ტრამპი აღნიშნული განცხადებით, შეეწინააღმდეგა ს პრემიერ-მინისტრ ს შეფასებას, რომელმაც კვირას განაცხადა, რომ „ღაზაში შიმშილი არ არის“ და პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას ჰამასთან. ეს განცხადება მან ორშაბათს X-ზე ხელახლა განათავსა. ტრამპმა შიმშილობას ღაზაში “რეალური” უწოდა.
როდესაც ღაზაში ორწლიანი ომის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60,000-ს უახლოვდება, ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებების განცხადებით, სულ უფრო მეტი ადამიანი იღუპება შიმშილისა და საკვების ნაკლებობის გამო.
ორშაბათს, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში, შიმშილობითა და საკვების ნაკლებობით სულ მცირე 14 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ომის შედეგად შიმშილით დაღუპულთა საერთო რიცხვს 147-მდე ზრდის. გარდაცვლილთა შორის 88 ბავშვია.
გაეროს სააგენტოები აცხადებენ, რომ აუცილებელია დახმარების გრძელვადიანი და სტაბილური მიწოდება. WFP-ს განცხადებით, ისრაელში გაგზავნილია ჰუმანიტარული დახმარების 60 სატვირთო მანქანა — რაც მიზნობრივ რაოდენობაზე ნაკლებია. მათი თქმით, ღაზაში თითქმის 470,000 ადამიანი შიმშილთან მიახლოებულ მდგომარეობაშია, მათ შორის 90,000 ქალი და ბავშვი საჭიროებენ სპეციალურ კვებით მკურნალობას.