ტრამპი ადასტურებს, რომ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენ მაიკ უოლცს დანიშნავს

აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე დაადასტურა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენ მაიკ უოლცს დანიშნავს.
“ჩემი პატივია გაცნობით, რომ კონგრესმენი მაიკ უოლცი ამგვარად ინიშნება, რომ იმსახუროს ჩემს კაბინეტში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩემს მრჩევლად. მაიკი პირველი მწვანე ბერეტია [-ს სპეცდანიშნულების ძალები], რომელიც კონგრესში აირჩიეს და მანამდე თეთრ სახლსა და პენტაგონში მსახურობდა”. – წერს ტრამპი.
უოლცი კონგრესში პირველად 2018 წელს აირჩიეს, სადაც მან ფლორიდის ამჟამინდელი გუბერნატორი, რონ დესანტისი, ჩაანაცვლა. იგი ასევე მსახურობდა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა და სადაზვერვო კომიტეტებში.
2020 წელს ვოლცმა, კიდევ 12 კონგრესმენთან ერთად, ხელი მოაწერა ანგარიშს, რომელშიც “პუტინის ახლო მოკავშირედ” არის დახასიათებული
უოლცი პასუხისმგებელი იქნება ტრამპის ინფორმირებაზე უსაფრთხოების საკითხებში. აღსანიშნავია, რომ პოლკოვნიკი 2021 წლეს ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანას აკრიტიკებდა. ის დადებითად აფასებს ტრამპის მოსვლას და თვლის, რომ ის პენტაგონში არსებულ სიტუაციას შეცვლის.
ამასთანავე, უოლცი ჩინეთის წინააღმდეგ ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრედ ითვლება. მან 2021 წელს განაცხადა, რომ აშშ ჩინეთთან მიმართებით “ცივ ომში” იმყოფება.
2022 წელს უოლცმა უკრაინისთვის “ლენდ-ლიზის” ამოქმედებას დაუჭირა მხარი. მას ნათქვამი აქვს, რომ “ში ს შეჩერება” აშშ-ს მხრიდან სწორი იქნება. ომის დაწყების შემდეგ კი უოლცი ბაიდენის ადმინისტრაციას 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთის “ვერშეკავებისთვის” და ასევე სუსტი საგარეო პოლიტიკისთვის აკრიტიკებდა.

ასევე დაგაინტერესებთ