ტრამპიც, რუბიოც და ვენსიც დიდ გადალაგებაში მონაწილეობენ, რასაც “დიპ სტეიტის” ნამოქმედარისგან, მათი ღიად დაშავებულისგან აშშ-ს გაწმენდა ჰქვია, ისინი ყველაფერს წინა ადმინისტრაციას აბრალებენ და თავად სუფთა ფურცლიდან, ახალი მეთოდებით ასრულებენ პატრონების დავალებებს
რაც შეეხება “დიპ სტეიტის” რებრენდინგს და ამ ფარულ პროცესში ტრამპის მართლაც შესაშურ სამსახიობო ოსტატობას – მისი ხელით ოლიგარქიულმა ოჯახებმა თითქმის დაასრულეს ევროპის ძარცვა აშშ – ს სასარგებლოდ, – ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.
ზაზა შათირიშვილის განცხადებით, ტრამპი, რუბიო და ვენსი მონაწილეობენ „დიფ სთეითის“ მიერ წამოწყებულ დიდ გადალაგებაში, ისინი ყველაფერს წინა ადმინისტრაციას აბრალებენ და ახალი მეთოდებით ასრულებენ მათ დავალებებს.
„რუსეთ უკრაინის ომი მთლიანად ევროპას ჩამოჰკიდეს “კისერზე”, ამერიკული იარაღის ყიდვა ევროპის ვალდებულება გახადეს, ცალმხრივი, 15% – იანი სავაჭრო ტარიფები დაუწესეს, 600 მილიარდის ნავთობის შეძენასა და 750 მილიარდი დოლარის ინვესტიციებზე მათივე აგენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ხელი მოაწერინეს და საბოლოოდ დააყენეს ევროკავშირი მუხლებზე.
ახლა ლოგიკური კვანძი გავხსნათ – აშშ – ს ოფიციალური პირების მიერ აღიარებულია, რომ ევროკავშირს, უნგრეთის, სერბეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით სწორედ “დიპ სტეიტი” მართავს, რასაც დიდი მიხვედრა და მტკიცება არ სჭირდება. როგორ ფიქრობთ, “დიპ სტეიტის” მიერ მართულმა ევროპამ იმ დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გააკეთა ყველაფერი, რომელიც თითქოს “დიპ სტეიტს” ებრძვის? როგორ ფიქრობთ, ოლიგარქიულმა ოჯახებმა საკუთარი თავის წინააღმდეგ ტრამპს გამარჯვების ქულები ჩაუწერეს? არა, ცხადია. ტრამპიც, რუბიოც და ვენსიც ამ დიდ გადალაგებაში მონაწილეობენ, რასაც “დიპ სტეიტის” ნამოქმედარისგან, მათი ღიად დაშავებულისგან აშშ-ს გაწმენდა ჰქვია. ისინი ყველაფერს წინა ადმინისტრაციას აბრალებენ და თავად სუფთა ფურცლიდან, ახალი მეთოდებით ასრულებენ პატრონების დავალებებს“,- წერს ზაზა შათირიშვილი.
შათირიშვილის თქმით, „ახლა, როდესაც ყველაფერი სათავისოდ დაალაგეს, ოლიგარქიულ ოჯახებს, იგივე “დიპ სტეიტს” გარკვეული პერიოდის განმავლობაში შელახული რეპუტაციის აღდგენა და იმ მეთოდების ცვლილება სჭირდება, რაც ხალხმა უკვე იცის და საყოველთაოდ გაუვრცელდათ“.
„აშშ – ში “დიპ სტეიტის” რებრენდინგსაც აქვს თავისი ლოგიკური ახსნა. ოლიგარქიულმა ოჯახებმა ევროპაში საკუთარი გეგმები 110% – ით შეასრულეს. დაანგრიეს ევროპის ეკონომიკა, დაასუსტეს რუსეთი, ჩაუჭრეს მას შუა აზია, ცხვირწინ ააცალეს სომხეთი და აზერბაიჯანი, აზიური ტვირთებისთვის გააკეთეს ალტერნატიული დერეფანი ზანგეზურზე და ეს დერეფანი 100 წლით იყიდეს… ახლა, როდესაც ყველაფერი სათავისოდ დაალაგეს, ოლიგარქიულ ოჯახებს, იგივე “დიპ სტეიტს” გარკვეული პერიოდის განმავლობაში შელახული რეპუტაციის აღდგენა და იმ მეთოდების ცვლილება სჭირდება, რაც ხალხმა უკვე იცის და საყოველთაოდ გაუვრცელდათ. სწორედ ამას ვგულისხმობ “დიპ სტეიტის” რებრენდინგში“,- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.
Previous: როდესაც მეორე ფრონტის საფრთხეზე ვსაუბრობდით სასაცილოდ არ ყოფნიდათ და ცდილობდნენ ეს თემა საქილიკოდ ექციათ. რაც დრო გადის ცხადი ხდება, რა საფრთხის წინაშე ვიდექით და ეს საფრთხე არანაირად არ შემცირებულა
