ტრამპის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკომ 250 პოლიტპატიმარი შეიწყალა

19 მარტს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ -სთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, რომელიც გარკვეული სანქციების მოხსნას გულისხმობს, 250 პოლიტპატიმარი შეიწყალა, რაც ბელარუსის მიერ პოლიტპატიმრების ერთჯერადად გათავისუფლების ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.
ლუკაშენკომ პატიმრები მას შემდეგ შეიწყალა, რაც ბელარუსის დედაქალაქ მინსკში -ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ ჯონ კოულთან შეხვედრა გამართა.
კოულმა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას “მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული მიღწევა” უწოდა და დაამატა, რომ სე შეთანხმება “პირდაპირი დიპლომატიისადმი” ტრამპის ერთგულების მაჩვენებელია.
რეპორტიორებთან საუბრისას კოულმა ასევე განაცხადა, რომ აშშ, თავის მხრივ, ორ ბელარუსულ სახელმწიფო ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს სანქციებს მოუხსნის, ხოლო სანქციების სიიდან პოტაშის მოწინავე ბელარუსელ მწარმოებლებსაც ამოიღებენ.
ქვეყნიდან გაქცეულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაია პოტილტპარიმრების გათავისუფლებას “დიდი შვებისა და იმედის მომენტი” უწოდა. ტიხანოვსკაიამ პრეზიდენტ ტრამპს და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს მადლობა გადაუხადა “დაუღალავი ძალისხმევისთვის, რათა პოლიტპატიმრების გათავისუფლება უზრუნველყონ”.