ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედროAP Photo/Vahid Salemiირანის წარმომადგენლების თქმით, სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკისა და წყლის სისტემებს დაარტყამენ, თუ აშშ მათ ენერგოობიექტებზე მიიტანს იერიშებს.
აქამდე, 21 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის რეჟიმს მომდევნო 48 საათში ჰორმუზის სრუტის გახსნა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ელექტროენერგიის ობიექტებზე აშშ-ისრაელის ერთობლივი იერიშებით იმუქრება.
ირანის პარლამენტის სპიკერმა, მუჰამედ ბაქერ ყალიბაფმა თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში კრიტიკულსა და ენერგოინფრასტრუქტურას “აბსოლუტურად განადგურებენ”, თუ მათ ელექტროსადგურებს დაარტყამენ.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა გვარდიაში (IRGC) კი ამბობენ, რომ თუ აშშ ელექტროსადგურებს დაარტყამს, ჰორმუზის სრუტეს სრულად ჩაკეტავენ.
“ჰორმუზის სრუტე სრულად დაიხურება და არ გავხსნით, სანამ ჩვენი განადგურებული ელექტროსადგურები არ იქნება აღდგენილი.” – ნათქვამია IRGC-ს განცხადებაში.
ირანმა ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მრავალ ქვეყანას ნავთობი და გაზი მიეწოდება, ფაქტობრივად ჩაკეტა. ისინი თავს ესხმიან სავაჭრო გემებს. შექმნილი კრიზისის ფონზე იზრდება ნავთობის ფასები.