“ტრამპის ტაქტიკა და ორი გუნდი – ამ ტაქტიკას, ვერც ფსბ-მ გაუგო და ვერც ჩინურმა დაზვერვამ” – ზურაბ გურული

მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, :

იყო თუ არა მოულოდნელი რაც მოხდა და რატომ არის უკრაინისათვის ეს ხელშეკრულება უაღრესად კარგი?
არა, არაფერი იყო მოულოდნელი. ყველაფერი უაღრესად ლოგიკურად წარიმართა მათთვის, ვინც კარგად იცნობს ტრამპის სტილს და შეუძლია ზედაპირს მიღმა აზროვნება.
როგორც ცნობილი ჟურნალისტი ბილი ო’რაილი ამბობდა, ტრამპმა თავისი სტრატეგიული ბუნდოვანების გეგმის გასატარებლად დაიქირავა ადამიანთა ორი გუნდი; პირველი – ე.წ. „ამრევები“ ( ელონ მასკი, რობერტ კენედი, პიტ ჰეგსეტი) და მეორე, ე.წ. „მომრიგებლები“ (გენპროკურორი პემ ბონდი, მარკო რუბიო და სკოტ ბესენტი). თავად ტრამპმა კი მთავარი ამრევის როლი მოირგო.
ყველაზე კომიკური ის არის, რომ ბესენტმა ძალიან მშვიდად ახსნა ეს ტაქტიკა თავის არაერთ საჯარო გამოსვლაში, მაგრამ …
ტაქტიკა ასე მუშაობს: ტრამპი ქმნის ქაოსს, რომლის რეზონანსს ახორციელებენ „ამრევები“. ამის შემდეგ სცენაზე გამოდიან „მომრიგებლები“, რომლებიც მშვიდად უხსნიან ქაოსით დაბნეულებს, თუ რა უნდა გააკეთონ. კეთილგონიერი უცხოელი პოლიტიკოსები ენდობიან ამ რჩევებს, მტრები კი ეჭვებით ივსებიან და საწინააღმდეგო სვლებს აკეთებენ, რითაც კიდევ უფრო ამძიმებენ საკუთარ მდგომარეობას. ეს დაემართა ჩინეთს და რუსეთს. ამიტომ, ნუ დაწყდებათ გული იმ ქართველებს, რომლებმაც ვერაფერი გაუგეს ამ ტაქტიკას, ვერც ფსბ-მ გაუგო და ვერც ჩინურმა დაზვერვამ.
შედეგებს ვიხილავთ შემდეგი 100 დღის განმავლობაში.
უკრაინის გადასარჩენ ფონდში ამერიკის 50%-ით შესვლა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი უკრაინისათვის, რადგან ამერიკის მონაწილეობა ფაქტიურად გამორიცხავს კორუმპირებული უკრაინელი ჩინოვნიკებისთვის ფინანსური მაქინაციების განხორციელების შესაძლებლობას და სახელმწიფოს ძარცვის გაგრძელებას. ამერიკის დაზვერვამ და შესაბამისად პრეზიდენტმა ტრამპმა კარგად იცის, რომ ამ კონტროლის გარეშე უკრაინისათვის გაგზავნილი მილიარდები ფაქტიურად წყალში გადაყრილი აღმოჩნდება. ეს უკრაინის მხარემაც ძალიან კარგად იცის, ამიტომ ითრევდნენ ფეხს მძლავრი, პერმანენტული ამერიკული აუდიტის ქვეყანაში თავისი ნებით შემოყვანაზე. აღმშენებლობითი პროცესი მრავალტრილიონიანი პროექტი იქნება და ამ ფულის არასწორ ხელში მოხვედრა ისევ ს წისქვილზე დაასხამდა წყალს.
ამრიგად, ეს ფონდი რეალურად არის ამერიკული სააუდიტორო სპეც-სამსახური, რომელიც გულდასმით გააკონტროლებს ამერიკული დახმარების ყველა ასპექტს. ხვდებით ალბათ, რომელმა ძალებმა შექმნეს ნეგატიური განწყობა ბესენტის მიერ შემუშავებული, უაღრესად მახვილგონივრული პროექტის მიმართ და რატომ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – ლევან ხაბეიშვილი ცდილობს თავი გამოიჩინოს და სხვაზე უფრო ბრუტალური გახდეს – კრივში მეცადინეობის დემონსტრირებაც იმიჯის შექმნას ემსახურება, რომ სწორედ ის არის, ვინც რევოლუციის გზაზე გაუყვება ახალგაზრდობას