ტრამპის ტარიფები უპირველესად აშშ-ს აზიანებს – კრისტინ ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ს მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომს შორსმიმავალი ეკონომიკური შედეგები მოჰყვება მისი ინიციატორებისთვის.
კრისტინ ლაგარდის თქმით, ტრამპის არათანმიმდევრული სატარიფო პოლიტიკა შემაშფოთებელია.
“თუ ჩვენ გადავალთ რეალურ სავაჭრო ომში, სადაც ვაჭრობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ეს სერიოზულ გავლენას მოახდენს ეკონომიკურ ზრდასა და ფასებზე მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებში,” – აღნიშნა მან.
ლაგარდმა ხაზი გაუსვა, რომ -ის ახალი ადმინისტრაციის სატარიფო პოლიტიკამ შექმნა “გაურკვევლობის დონე, რომელიც ჩვენ დიდი ხანია არ გვინახავს.”
12 მარტს ძალაში შევიდა ტრამპის 25%-იანი ტარიფები აშშ-ში ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე. ამის საპასუხოდ, ევროკომისიამ განაცხადა, რომ მომავალი თვიდან 26 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ საქონელზე კონტრ ტარიფებს დააწესებს.