ტრამპის ტარიფების გამო, ინდოეთმა ამერიკული იარაღის შესყიდვის გეგმები შეაჩერა – Reuters

მედიასააგენტო Reuters-ი სამ ინდოელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ნიუ-დელიმ -ისგან იარაღისა და თვითმფრინავების შესყიდვის ახალი გეგმები შეაჩერა. ეს ინდოეთის მხირდან უკმაყოფილების გამოხატვის პირველი კონკრეტული ნიშანია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ს მიერ დაწესებულმა ტარიფებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე კრიზისულ ეტაპამდე მიიყვანა.
Reuters-ის ორი წყაროს ინფორმაციით, ინდოეთი უახლოეს კვირებში ვაშინგტონში თავდაცვის მინისტრის, რაჯნატ სინგჰის გაგზავნას და ახალ შესყიდვებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას გეგმავდა, თუმცა ეს ვიზიტი გაუქმდა.
შეგახსენებთ, ტრამპმა 6 აგვისტოს ინდურ საქონელზე დამატებითი 25%-იანი ტარიფი დააწესა, როგორც სასჯელი ნიუ-დელის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვისთვის. აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ინდოეთის ქმედებები ნიშნავს, რომ ქვეყანა ში ომს აფინანსებს. ამ მიზეზით, მან ინდოეთის ექსპორტზე მთლიანი გადასახადი 50%-მდე გაზარდა.
დონალდ ტრამპი ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს საკმაოდ სწრაფად ცვლის და არ არის გამორიცხული, რომ ინდოეთთან მიმართებითაც ასე მოხდეს. თავის მხრივ, ინდოეთმა განაცხადა, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში აქტიურად არის ჩართული. ერთ-ერთმა წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ თავდაცვის სფეროში შესყიდვები შეიძლება მას შემდეგ განხორციელდეს, რაც ინდოეთი ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებასთან დაკავშირებით გაერკვევა, მაგრამ „არა ისე სწრაფად, როგორც მოსალოდნელი იყო“.
forbes.ge