ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, პუტინთან შესახვედრად, მოსკოვში გაემგზავრება

ამერიკის სამშვიდობო გეგმის დეტალების განსახილველად ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში მომავალ კვირას გაემგზავრება. Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ შეხვედრას მისი სიძე ჯარედ კუშნერიც დაესწროს. მანვე უპასუხა ომის დასრულების ვადებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
“ჩემთვის ვადა მაშინ არის, როდესაც ეს დასრულდება”, – ამბობს პრეზიდენტი. მისივე თქმით, გარკვეული სადავო საკითხები ტერიტორიას ეხება და რომ ზოგიერთ საწყის ნაბიჯს დათანხმდა.
“ისინი დათმობებზე მიდიან. მათი დიდი დათმობა ის არის, რომ წყვეტენ ბრძოლას და აღარ იკავებენ ტერიტორიებს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)