ტრამპის სატარიფო ომის გამო, 3-8 აპრილს საქართველოს საპენსიო აქტივები ₾102 მილიონით შემცირდა, შემდეგ კი გაიზარდა – BMG

ტრამპის სატარიფო ომის გამო, 3-8 აპრილს საქართველოს საპენსიო აქტივები ₾102 მილიონით შემცირდა, შემდეგ კი გაიზარდა – BMG
საქართველოს საპენსიო სააგენტოს ოპერატიული სტატისტიკის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში საქართველოს საპენსიო აქტივებმა თანხობრივად ყველაზე დიდი მერყეობა განიცადა, რაც დაკავშირებულია ამ აქტივების იმ ნაწილთან, რომელიც საპენსიო ფონდს გლობალურ საფონდო ბირჟაზე აქვს განთავსებული. საქმე ისაა, რომ ს მიერ 3 აპრილს მსოფლიოსთვის ტარიფების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ინდექსების მკვეთრი ვარდნა მოჰყვა, შემცირდა -ის მთავარი S&P 500-ის ინდექსი, ასევე ევროპისა და აზიის მთავარი საფონდო ინდექსები. ამან კი საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივების კლებაც განაპირობა.
თუკი 3 აპრილს საპენსიო აქტივების ზომა იყო 6,506,000,000 ლარი, უკვე 8 აპრილს ის 102 მილიონი ლარით, ანუ 1.7%-ით იყო შემცირებული და 6,402,000,000 ლარს შეადგენდა. 8 აპრილი არის უკანასკნელი თარიღი, რომლის მდგომარეობითაც ამჟამად საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე არის ოპერატიული ინფორმაცია ხელმისაწვდომი, თუმცა, სავარაუდოდ, 8 აპრილის შემდეგ, საპენსიო აქტივების ზომა გაიზარდა, რადგანაც ტრამპმა ტარიფების 90 დღით შეჩერების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რამაც ერთ დღეში S&P 500-ის ინდექსი 8%-ით გაზარდა. შესაბამისად, ეს ზრდა საპენსიო აქტივებზეც აისახა და უკვე 10 აპრილის მდგომარეობით მან 6,491,000,000 ლარს მიაღწია. ანუ დანაკარგი თითქმის სრულად აღმოფხვრილია.
2025 წლის 31 მარტს საქართველოს საპენსიო სააგენტოს პორტფელი 6.5 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამ თანხიდან 16.6% ანუ 1.07 მილიარდი ლარი განთავსებული იყო გლობალურ საფონდო ბირჟაზე. საქართველოს საპენსიო სააგენტოს აქტივების უდიდესი ნაწილი განთავსებულია ლარის ფინანსურ ინსტრუმენტებში, მათ შორის ქართული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებზე 60.7% მოდის, სახაზინო ობლიგაციებზე კი 17.1%.
საპენსიო სააგენტო გლობალური აქციების გარდა, ასევე ფლობს აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებს პორტფელის 1.1%-ის ოდენობით და ქართულ კორპორატიულ ობლიგაციებს პორტფელის 1.1%-ის ოდენობით.
საპენსიო სააგენტოს ფონდში სულ 1.4 მილიონი მოქალაქის საპენსიო დანაზოგებს აერთიანებს, შესაბამისად, სისტემის ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი დაახლოებით 4,500 ლარია.
bm.ge