ტრამპის საოჯახო კრიპტო-პროექტმა $550 მილიონის შემოსავალი მოიტანა

ტრამპის საოჯახო კრიპტო-პროექტმა $550 მილიონის შემოსავალი მოიტანა
-ის პრეზიდენტი და მისი პარტნიორები აპირებენ მიიღონ მინიმუმ 390 მილიონი დოლარი World Liberty Financial (WLFI) კრიპტოპროექტის გაყიდვიდან, წერს Decrypt.
ორშაბათს, WLF-მა გამოაცხადა ტოკენის გაყიდვების მეორე რაუნდის დასრულება.
კომპანიის განცხადების მიხედვით, მთლიანობაში, პროექტმა მოიზიდა 550 მილიონი დოლარი WLFI-ის გაყიდვების ორი რაუნდიდან.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ტრამპი ტექნიკურად World Liberty-ის პრომოუტერია და არა პროექტის აქტიური მონაწილე, პრეზიდენტს მაინც ეკუთვნის პროექტის მიღებული შემოსავლიდან დიდი წილი, წერს გამოცემა.
World Liberty-ის დოკუმენტის მიხედვით, ტრამპმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა უნდა მიიღონ პროექტის წმინდა შემოსავლების 75%, საოპერაციო ხარჯების გამოკლების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…