ტრამპის სანქციებმა ს უმსხვილესი ნავთობკომპანიები Роснефть და Лукойл 5,2 მლრდ დოლარით გააუფასურა

ტრამპის სანქციებმა ს უმსხვილესი ნავთობკომპანიები Роснефть და Лукойл 5,2 მლრდ დოლარით გააუფასურა. სანქციების შემოღებიდან ორ დღეში Роснефть-ის აქციები 3%-ით გაუფასურდა და კაპიტალიზაცია (აქციების ჯამური ღირებულება) 1,56 მლრდ დოლარით შემცირდა. კიდევ უფრო დრამატულ სიტუაციაში აღმოჩნდა Лукойл. მისი აქციები 7%-ით და კაპიტალიზაცია 3,66 მლრდ დოლარით დაეცა.
თუმცა ეს არ არის პირველი დარტყმა რომელიც ამ კომპანიებმა სანქციებისა და უკრაინის ომის გამო მიიღეს. წლის დასაწყისიდან Роснефть-ის შემოსავალი 3-ჯერ შემცირდა, ხოლო Лукойл-ის 2-ჯერ. ახალი სანქციები კი ამ კომპანიების მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.
მართალია პუტინმა დაიქადნა რომ სანქციების არ ეშინია, თუმცა ფაქტია, რომ მისი ემისარი დმიტრიევი სასწრაფოდ გაემგზავრა ამერიკაში და იქ ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სა და მოსკოვის პოზიციები ახლოსაა როგორც არასდროს. მისი მტკიცებით თურმე ზელენსკიმ პოზიციები დათმო და მხარეების დაპირისპირების არსებულ პოზიციებზე დარჩენაზე “დათანხმა”. დმიტრიევი აცხადებს, რომ ზელნსკის პოზიციის “ცვლილება” “სერიოზული დათმობაა” უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან. დმიტრიევის მტკიცებით ზელენსკი აქამდე რუსების მთელი უკრაინიდან გასვლას მოითხოვდა.
რბილად რომ ვთქვათ დმიტრიევის განცხადებებმა გაოცება გამოიწვია და ნათლად აჩვენა რუსეთის მოწყვლადობა სანქციების მიმართ. როგორც მარკ რუტემ შენიშნა პუტინს უთავდება ფულიც, ჯარისკაცებიც და იდეებიც.
სიმართლე კი იმაშია, რომ ზელენსკი დიდი ხანია ოთხოვს ფრონტის არსებულ ხაზზე გაჩერებას და აცხადებს, რომ უკრაინის დანარჩენი ტერიტორიის დეოკუპაციას დიპლომატიური გზით აპირებს. რაც შეეხება პუტინს, ის პირიქით ფრონტის ხაზის “გაყინვის” წონააღმდეგ გამოდიოდა და მოითხოვდა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის სრულად გადაცემას. რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა შეუსრულებელ მოთხოვნებზე. ბოლო მოლაპარაკებებზე პუტინმა კვლავ მოითხოვა დონეცკის სრულად გადაცემა.
ამიტომ დმიტრიევის განცხადება ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.