ტრამპის საიმიგრაციო განკარგულებათა ფოკუსში საზღვრის უსაფრთხოება, თავშესაფრის შეზღუდვა და დეპორტაციაა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მეორე ვადის პირველივე დღეს რამდენიმე აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლებიც იმიგრაციასა და საზღვრის უსაფრთხოებას ეხება. მათი ხელმოწერა 20 იანვარს, ვაშინგტონში, თეთრი სახლის ოვალურ ოფისში მოხდა.
ბრძანებულებათა ამ ჯგუფს ადმინისტრაციის ოფიციალური პირები უწოდებენ “საღი აზრის მქონე საიმიგრაციო პოლიტიკას”. ბევრ სხვა ზომასთან ერთად, ბრძანებები გულისხმობს ამერიკის სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, იქ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების განლაგებას, სასაზღვრო კედლის მშენებლობას, თავშესაფრის პროგრამების დასრულებას და ამერიკაში დაბადებული ზოგიერთი ბავშვისთვის მოქალაქეობის პრივილეგიის ჩამორთმევას.
ცოტა ხნით ადრე, ინაუგურაციის შემდეგ გაკეთებულ მიმართვაში ტრამპმა განაცხადა: „ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელმაც ულიმიტო დაფინანსება გასცა სხვისი საზღვრების დასაცავად, მაგრამ უარი თქვა ამერიკის საზღვრების და რაც უფრო მნიშვნელოვანია, საკუთარი ხალხის დაცვაზე”.
ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა, რომელიც მედიას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, მექსიკასთან საზღვარზე შექმნილ ვითარებას “ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კრიზისი” უწოდა. მისი თქმით, „პრეზიდენტი ტრამპი არჩეულ იქნა მტკიცე მანდატით, რათა შეასრულოს ის დაპირებები, რომლებიც მან კამპანიის მსვლელობისას დადო, რაც მოიცავს მის დაპირებას სამხრეთ საზღვრის დაცვისა და ისტორიაში მიგრანტი დამნაშავეების ყველაზე დიდი დეპორტაციის განხორციელების თაობაზე”, – თქვა თეთრი სახლის მომავალმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა