ტრამპის საგარეო სტრატეგიამ ყველა მიმართულებით გაუხსნა გზა საქართველოს თავისუფალი პარტნიორობისთვის

„ტრამპის საგარეო პოლიტიკამ ქართული ოპოზიცია დაადუმა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთთან დადებულ სავაჭრო შეთანხმებას ეხმიანება.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ტრამპის საგარეო სტრატეგია ყველა მიმართულებით უხსნის გზას საქართველოს თავისუფალი პარტნიორობისთვის.
„ოპოზიციისთვის რომ გეკითხათ ცოტა ხნის წინ ტრამპი რუსეთსაც, ჩინეთსაც და მთელს მსოფლიოს მალე ომს გამოუცხადებდა, ხოლო საქართველო ყველასგან მიტოვებული იქნებოდა. არადა, მოხდა ის, რაზეც ჩვენ მივუთითებდით – ტრამპი არა საომარი დაპირისპირების, არამედ უფრო გონივრული გზით წავიდოდა, რადგან კარგად იცის, რომ დღეს მსოფლიო ლიდერობისკენ სავალი გზა არა ომებზე, არამედ კონკურენციაზე გადის.
დღეს ციფრებით ომია, გადასახადები, ტარიფები და ა.შ. თუკი “ჰიბრიდულმა ომმა” დეზინფორმაციით შეძლო მოწინააღმდეგის განადგურება, დღეს “ციფრული ომით” ხდება ახალი გლობალური მეტოქეობა და ეს კიდევ უფრო მეტად არის გათვლილი შედეგზე. სამხედრო ტექნოლოგიების ზეობის ეპოქაში ყველამ კარგად იცის, რომ ბრძოლის ეს ფორმა მისი გამანადგურებელი ეფექტიდან გამომდინარე, მეორე რიგში უნდა გადავიდეს და წინ წამოწიონ ახალი, ინოვაციური მეთოდები.
ტრამპის სავაჭრო თანამშრომლობა ჩინეთთან და ალბათ შემდგომში ინდოეთთან, სავარაუდოდ სწორედ ამ პრინციპს ემყარება, ძლიერ სახელმწიფოებთან გარიგება, შეთანხმება, კონკურენციას. სუსტ სახელმწიფოებთან კი ისევ ძალის რეჟიმს. საქართველო არც დიდი სახელმწიფოა და არც სუსტი, თუმცა მას აქვს გეოპოლიტიკური უპირატესობა. სწორად გამოყენებული ეს შანსი კი ძლიერი სახელმწიფოების რიგში ჩაგვაყენებს.
ტრამპის საგარეო სტრატეგიამ ყველა მიმართულებით გაუხსნა გზა საქართველოს თავისუფალი პარტნიორობისთვის. დღეს ვეღარავინ იტყვის, რატომ ვთანამშრომლობთ ჩინეთთან, ამერიკა არ გავაღიზიანოთ; ვერავინ გვეტყვის, რომ არ ვისაუბროთ რუსეთთან ტერიტორიების დაბრუნებაზე, რადგან ტრამპიც და სხვა ლიდერებიც არა მარტო საუბრობენ, არამედ, თანამშრომლობენ პუტინთან სხვადასხვა საკითხებში. და საერთოდ, გვაინტერესებს კი ვინ რას იტყვის ან რას იფიქრებს? მთავარია, ყველა საკუთარი ინტერესებიდან გამოდის და ჩვენც ჩვენი ინტერესების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ.
ერთი კი ფაქტია, ტრამპის საგარეო პოლიტიკამ ქართული ოპოზიცია დაადუმა,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს